საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 17/12/2020

ბრძანების N::

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 17

17.12. 2020

დღის წესრიგი:  

  1. 2020 წლის ბიუჯეტის ანგარიში
  2. 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება
  3. პროფესორ ნანა სუმბაძის შემოქმედებითი შვებულების საკითხი

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, ია კუტალაძე, მზია წერეთელი, ვახტანგ ნადარეიშვილი.

ასოცირებული პროფესორები : 

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, ლუიზა არუთინოვი, ხათუნა მარწყვიშვილი, თამარ აბაშიძე, ლილი ხეჩუაშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ნინო ლაბარტყავა, მაია მესტვირიშვილი.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევა ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

ეთერ ღვინერია, იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

დიანა ზვიადაძე, ქეთევან ცანავა

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 19 წევრი.

სხდომა ჩატარდა ზუმის აპლიკაციით.

განიხილეს:

1. ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ გაგოშიძის ანგარიში 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით.

ფაკულტეტის დეკანმა და საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა თ. გაგოშიძემ საბჭოს მოახსენა 2020 წლის ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლებიდან ხარჯვის შესახებ ინფორმაცია.

  • კერძოდ, 2020 წლის მარტის დასაწყისში ჩატარდა მუსიკათერაპიის ვოქრშოფი, რომელიც მოწვეულმა სპეციალისტებმა მარინა ალთუნაშვილმა და სუზან მეცნერმა. უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტების ანაზღაურებაში დაიხარჯა 1500 ლარი. სასტუმროს მომსახურების(ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება და სხვა) ხარჯები - 2290ლარი; აეროპორტში დახვედრა, გაცილება, მგზავრობის ხარჯები - 2900 ლარი;
  • რიდერების და წიგნების თარგმნის და რედაქტირების ანაზღაურება - 6665 ლარი; მომზადდა რიდერები და მეთოდიკების აღწერილობა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის კურსისთვის და ასევე რედაქტირებულ იქნა ლ. ხეჩუაშვილის მონოგრაფია „ ცხოვრების ისტორია და ტრანსფორმაციული გამოცდილებები“.
  • მივლინება ქვეყნის გარეთ - 10228 ლარი; პანდემიის პირობებში ეს მუხლი ვერ გაიხარჯა.
  • მიღებებისა და ოფიციალური სადილის, წვეულებისა და სხვა ღონისძიებების ხარჯები - 5182 ლარი;
  • წიგნადი ფონდი - 4000 ლარი;
  • პროფესორების დაჯილდოება სტატიის გამოქვეყნების გამო: 8*2500=20000. სასიხარულოა, რომ წელს 8 სტატია გამოქვეყნდა იმპაქტ-ფაქტორიან, მაღალი აკადემიური დონის საერთაშორისო ჟურნალებში.

აზრი გამოთქვეს: პროფ. ქ. ჭკუსელმა იკითხა, რა ბედი ეწია გაუხარჯავ ბიუჯეტს და შესაძლებელია თუ არა დაზოგილი თანხების გამოყენება შემდეგ წელს. საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თ. გაგოშიძემ აღნიშნა, რომ შესაძლებელია დაზოგილი თანხების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ფაკულტეტის საჭიროების მიხედვით გამოყენება, თუმცა არა მიმდინარე, არამედ მომავალი წლის ბიუჯეტში. ამისათვის აუცილებელია ბიუჯეტის კვარტალური მონიტორინგი და დროული გადაწყვეტილება გაუხარჯავი თანხების დაგეგმვის შესახებ.

საბჭომ იმსჯელა დეკანის ანგარიშზე 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით და ერთხმად დაამტკიცა.

 მომხრე: 19

 წინააღმდეგი: 0

 თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დამტკიცებულ იქნას დეკანის ანგარიში 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე.

2. ფაკულტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თ. გაგოშიძემ საბჭოს წარუდგინა 2021 წლის ბიუჯეტი. მან აღნიშნა, რომ საბჭოს წევრებს დაეგზავნათ ბიუჯეტი გასაცნობად და შეამჩნევდნენ, რომ ფაკულტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი მომატებულია. ისევ იქნება შესაძლებლობა პროფესორების წახალისების სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ასევე საფაკულტეტო პიერდ-რევიუ ორენოვანი ჟურნალის გამოცემისთვის, რიდერებისთვის.

საბჭომ იმსჯელა ფაკულტეტის 2021 წლის ბიუჯეტის საკითხებზე და ერთხმად დაამტკიცა.

მომხრე - 19

წინააღმდეგი - 0

თავი შეიკავა - 0

დაადგინეს: დამტკიცებულ იქნას ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2021 წლის ბიუჯეტი.

3. საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს გააცნო პროფესორ ნ. სუმბაძის წერილი შემოქმედებითი შვებულების თაობაზე. ნ. სუმბაძე ითხოვს შემოქმედებით შვებულებას მე-2 სემესტრში სახელმძღვანელოზე მუშაობის დასასრულებლად.

საბჭოს მდივანმა, ი. ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა ნ. სუმბაძისთვის შემოქმედებითი შვებულების შუამდგომლობის საკითხი.

მომხრე - 19

წინააღმდეგი - 0

თავი შეიკავა - 0

დაადგინეს: გაეწიოს შუმადგომლობა პროფესორ ნ. სუმბაძეს შემოქმედებითი შვებულების გამოყენებასთან დაკავშირებით გაზაფხულის სემესტრში - 1 მარტიდან 1 ივლისის ჩათვლით.

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია